saqarTvelos mdinareebi - qarzametiswyali

ქვეყანა საქართველო, თურქეთი
ტერიტორიული ერთეულები ასპინძის მუნიციპალიტეტი
სათავე ერუშეთის მთიანეთი 41°21`34` ჩ. გ. 43°00`46` ა. გ.
შესართავი მტკვარი 41°18`20` ჩ. გ. 43°12`51` ა. გ.
შესართავის სიმაღლე 1289 მ
სიგრძე 20 კმ
აუზის ფართობი 73 კმ²

 

თურქ. Tatalit Deresi.

მდინარე, რომელიც წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს საქართველოსა (ასპინძის მუნიციპალიტეტი) და თურქეთს (ჩილდირის რაიონი) შორის. სათავე აქვს ერუშეთის მთიანეთში (თურქეთი), ზღვის დონიდან 2810 მ-ზე და მტკვარს ერთვის მარცხნიდან. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 73 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში.

რუსეთის იმპერიის რუკებზე ნაჩვენებია, როგორც «Карзаметъ-чай», ხოლო საბჭოთა რუკებზე - «Карзаметчай» და ბოლოს «Карзаметисцкали».